Online Radio Box bruker informasjonskapsler for å tilby den beste tjenesten for våre brukere. Foretrukne radiostasjoner og musikksjangre, brukerens Favoritter, stasjonsanmeldelser og mange andre tjenester krever behandling av dine personopplysninger.
Klikk på "Jeg godtar" for å sikre den beste opplevelsen på vårt nettsted. Alternativt kan du velge hvilke informasjonskapsler eller teknologier du vil tillate i "Innstillinger".
Installer den gratis Online Radio Box-appen på smarttelefonen din og lytt til favorittstasjonene dine på nett – uansett hvor du er!
გამარჯობა თუ შეიძლება კიდევ რომ გაუშვათ ნინა ჩხეიძის სიმღერა " ნუ გამირბიხარ"
5
GreK Volski08.11.2023
გამარჯობა პირდაპირ ეთერში რომ დაგირეკოთ რა ნომერზეა შესაძლებელი?
Informasjon om radioen
”ოქროს სტანდარტი FM-ზე” – ეს სლოგანი პასუხობს რადიოსადგურის დაარსებიდან დამკვიდრებულ მოთხოვნას – შევთავაზოთ მსმენელს და საქმიან პარტნიორებს მაღალი ხარისხის პროდუქცია. ”ოქროს სტანდარტი” განაპირობებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, წამყვანი ბიზნეს-კომპანიებისა და ზოგადად, რადიომსმენელის მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი რადიოსადგურის მიმართ. ესაა მხოლოდ ოქროს ჰიტებით შეზავებული მუსიკალური ფორმატის რადიო, რომლის მუსიკალურ არქივიშია 60-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ჰიტები.
ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივ-შემეცნებითი გადაცემების დეფიციტს განიცდის. ჩვენი ამოცანაა, მსმენელმა მაქსიმალურად მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და სხვა თემების გარშემო. სწორედ ამიტომ რადიოსადგურს გააჩნია ძალიან მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს 16 წლიანი აქტიური მუშაობის შედეგია. ამას მოწმობს უამრავი წამრატებული პროექტი, რომელიც დღემდე გადის რადიო ”ფორტუნას” ეთერის მეშვეობით.
რადიო ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური
რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური წლების მანძილზე ინარჩუნებს სანდოობის მაღალ მაჩვენებელს საინფორმაციო სივრცესა და მსმენელთა შორის. ყოველდღიურად ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ უახლეს, ოპერატიულ და ექსკლუზიურ ინფორმაციას, ჩართვებს შემთხვევის ადგილიდან.
ჩვენი წამყვანების და კორესპონდენტების, პროდიუსერების ეფექტური შრომის შედეგად თქვენ შეგიძლიათ საათში ორჯერ პირველებმა გაიგოთ ის, რაც ხდება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, გაიგოთ რას წერს ქართული პრესა და რა ხდება თქვენს გარშემო განსხვავებული, მაგრამ საინტერესო.
რადიო ”ფორტუნას” საინფორმაციო სამსახური არის ყველგან, სადაც საქართველოა FM 106.9-ზე!